Café paradiso

Café paradiso გაატარე საღამო კომფორტულად,იმოგზაურე ძველ თუ ახალ კინო სამყაროში და აღმოაჩინე იგი თავიდან.

"Café paradiso"არის ადგილი სადაც ინტეგრირებულია კაფე და კინოთეატრი ერთ სივრცეში.
ჩვენი სივრცე არამხოლოდ კომფორტულ და შემეცნებით გარემოს, არამედ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვან გემოებსაც გთავაზობთ

🔹ჩვენი კაფე იმერული შაბათი დღისთვის უკვე ემზადება...🥰იმერული საღამო კი "იმერული ესკიზების" გარეშე წარმოუდგენელია,ეს არის...
25/01/2023

🔹ჩვენი კაფე იმერული შაბათი დღისთვის უკვე ემზადება...🥰
იმერული საღამო კი "იმერული ესკიზების" გარეშე წარმოუდგენელია,ეს არის ფილმი,რომელიც ნახვისთანავე აღვიძებს ჩვენში ბავშვობის ნოსტალგიებსა და გვანდომებს ჩვენც,ვიყოთ მათი ნაწილი,გავიცნოთ საყვარელი იმერელი ბებო და მისი მადისამღძვრელი კერძებიც დავაგემოვნოთ.😊



🍽️ სწორედ ამოტომ იმერული შაბათისთვის გთავაზობთ იმერული ყველისა და მჭადის დაფას,ოლია მათხოვარის სიმინდის კორნდოგებსა🌽და მარიამ ბებოს უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურს😋



🔹ფილმის ჩვენება იქნება 21:00 საათზე📽️შემდეგ კი ჩვენი ჯაზ ბენდი გააგრძელებს თქვენ განწყობაზე ზრუნვას…🎶

🎦 ჩვენი პირველი ჩვენება ქართული ფილმის გარეშე ვერ ჩაივლიდა…☺️…🔹 მითუმეტეს იმ ქალი რეჟისორისა რომელმაც კანის კინო ფესტივა...
16/12/2022

🎦 ჩვენი პირველი ჩვენება ქართული ფილმის გარეშე ვერ ჩაივლიდა…☺️


🔹 მითუმეტეს იმ ქალი რეჟისორისა რომელმაც კანის კინო ფესტივალისა და კრიტიკოსების გულის დაპყრობა მოახერხა,არაერთი დაუვიწყარი,შედევრად აღიარებული კინო სურათი შექმნა და ქართული სული კინო კამერაში გამოხატა...📽️
ეს ქალბატონი ნანა ჯორჯაძე გახლავთ ის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი კინორეჟისორია რომელიც ქვეყნის საზღვრებს გასცდა...😊


🎦 მისი ბოლო ნამუშევარი 2020 წელს გამოსული "კურდღლის თათი" მაგიური რეალიზმის მთელ სამყაროს გადაუშლის თვალწინ მაყურებელს...🤩

🔸იცოდი, რომ ნაზუქი კეთილდღეობას, სირბილესა და სინაზეს ნიშნავს?😊ნაზუქი ქართული კულტურისა და ტკბილეულის ერთ-ერთი საპატივცე...
16/12/2022

🔸იცოდი, რომ ნაზუქი კეთილდღეობას, სირბილესა და სინაზეს ნიშნავს?😊
ნაზუქი ქართული კულტურისა და ტკბილეულის ერთ-ერთი საპატივცემულო წარმომადგენელია რომლის ერთერთ უნიკალურ და მოდერნისტულ ვარიაციას ფოტოზე ხედავთ.ის არანაკლებ უნიკალური,ჩიტო ბებოს განსაკუტრებული რეცეპტით კეთდება,რომელიც არ უშინდება სიახლეებსა და ახლებური გემოებით გვანებივრებს მუდამ...😋..
🍴ხავიწი მეტად საინტერესო და გემრიელი აღმოსავლეთქართული კერძია. ხავიწს ამზადებენ როგორც ქართლსა და ქართლის მთიანეთში,ასევე კახეთსა და კახეთის მთიანეთშიც (თუშეთი).ის ერთ-ერთი განსხვავებული და ძველი კერძია რომელიც ბოლო დროს მივიწყებულადაც შეიძლება მივიჩნიოთ...☺️
..
🔸ჩვენ არც მეგრულ სამზარეულოს ვღალატობთ, რომელსაც უნიკალურიბაში ბადალი ძნელად თუ მოეძებნება,ერთი შეხედვით ყველასათვის ნაცნობსა და საყვარელ ორ კერძს,ღომისა და გებჟალიას გაერთიანებულ, მოდერნისტულ ვარიაციასაც გთავაზობთ...🥰

⚪️ ცოტა ჩვენს შესახებ...."Café paradiso"არის ადგილი სადაც ინტეგრირებულია კაფე და კინოთეატრი,ერთ სივრცეში...🎞️…🔎 რა გვხდი...
26/11/2022

⚪️ ცოტა ჩვენს შესახებ....
"Café paradiso"არის ადგილი სადაც ინტეგრირებულია კაფე და კინოთეატრი,ერთ სივრცეში...🎞️


🔎 რა გვხდის ჩვენ უნიკალურს?🤔
ჩვენთან არამხოლოდ თბილი და კომფორტული გარემო დაგხვდებათ,არამედ შეგეძლებათ გაიხსენოთ ან თუნდაც თავიდან აღმოაჩინოთ კინოსამყაროს უნიკალური ქართული თუ უცხოური კინო შედევრები,თვალი ადევნოთ ახალ ქართულ ფილმებსა და აღმოაჩინოთ ახალი თაობის კინორეჟისორები თუ მსახიობები.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალი თაობის ხელოვანებს...☺️


🎭 ჩვენს სუვრცეში შაბათობით იქნება ხელოვნების საღამოები სადაც საშუალება გექნებათ გაიცნოთ სხვადასხვა ნაცნობი თუ ჯერ უცნობი შემოქმედები(ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან).🤩


🍽️ ამ ყველაფერთან ერთად კი ჩვენთან გელოდებათ,ქართული სამზარეულოს მთელი გასტრონომია,მათი მოდერნისტული ვარიაციები,რომლებიც ტრადიციულ გემოებთან ერთად ახალ ვარიაციებსაც შემოგთავაზებენ...😋
ჩვენი სივრცე მაქსიმალურადაა გათვლილი შემეცნებაზე და თქვენს კომფორტზე.🥰

Address

თამარ მეფის ქუჩა
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 12:00 - 00:00
Tuesday 12:00 - 00:00
Wednesday 12:00 - 00:00
Thursday 12:00 - 00:00
Friday 12:00 - 00:00
Saturday 12:00 - 00:00
Sunday 12:00 - 00:00

Telephone

+995598548483

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Café paradiso posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Café paradiso:

Share

Category