28/06/2026
ყველაფერი 2013 წლის 28 ივნისს დაიწყო... ✦
ეს კადრები ჩვენს პირველ ნაბიჯებს ასახავს: ეკრანის მონტაჟის პირველი მცდელობა, საოცარი მოხალისეების გუნდი და ის მუხტი, რამაც ქალაქი გააფერადა.
„მოხეტიალე კინოთეატრი“ ყველასათვის საყვარელ სივრცედ იქცა, სადაც იბადებოდა ახალი მეგობრობა და სიყვარული, იცვლებოდა იდეები და საჯარო სივრცეს ყველა პოზიტიურად ინაწილებდა.
ჩვენს სახელში არსებული უსასრულობის სიმბოლო შემთხვევითი არასდროს ყოფილა. ის გვახსენებს, რომ წლების მანძილზე დაგროვებული ენერგია და ნამდვილი ემოციები არ ქრება. ერთგული სტუმრებისა და ჯადოსნური საღამოების მონატრება კი მხოლოდ დიდი გზის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს ∞