15/09/2020
კვირის აფიშა MovieLand ში
საზღვაო ბრიგადა - Seefood (19 სექტემბერი) 🐳
ეშმაკის მევიოლინე - Devils Violinist (19 სექტემბერი) 🎻
კონ ტიკი - Kon tiki (18 სექტემბერი)🛳
ოკულუსი - Oculus (20 სექტემბერი)🧛♀
გადარჩენილი - lone survivor (20 სექტემბერი) 🐅
საკანი 211 - Cell 211 (18 სექტემბერი) 👮
ბილეთები 👉 tkt.ge/movieland
🎭ზღვის სამეგობროს თავისი წესები აქვს, ამიტომ ერთმანეთის გადასარჩენად ორი ზვიგენი, პაპი და პჟულიუცი, 2011 წლის საბავშვო ანიმაციაში „საზღვაო ბრიგადა“ დატოვებენ მშობლიურ რიფებს და გაემართებიან სანაპიროსკენ. გადაეყრებიან ბევრ ხიფათსა და თავგადასავალს, მაგრამ უკან არაფერზე იხევენ, რათა იხსნან თავისი მეგობრები ბრაკონიერებისგან.
🎭ფილმი მოგვითხრობს იტალიელი კომპოზიტორისა და მევიოლინეს ნიკოლო პაგანინის ცხოვრებაზე, ბავშვობასა და სიყვარულზე. თუ როგორ გახდა იგი ვირტუოზი მევიოლინე მე-19 საუკუნის დასაწყისში, როგორ სწავლოდა დაკვრას მკაცრი მამის ხელმძღვანელობით და როგორ მოიპოვა აღიარება ლონდონში.
🎭ფილმი „კონ-ტიკი“ ეძღვნება 1947 წლის ამავე სახელწოდების ექსპედიციას, რომელსაც სათავეში ტორ ჰეიერდალი ედგა. მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება და თითოეული დღე გადარჩენისთვის ბრძოლას დაეთმობა. ექსპედიციის მონაწილეებს მოუწევთ გაუმკლავდნენ როგორც ზვიგენებით სავსე ოკეანეს, ასევე ამინდის კატაკლიზმებს. საბოლოოდ კი ეს მოგზაურობა მთავარ გმირებს სამუდამოდ შეცვლის...
🎭რეჟისორ მაიკ ფლენეგანის ამერიკული საშინელებათა ჟანრის ფილმი „ოკულუსი“ გადმოგვცემს რასელების ოჯახის ისტორიას, რომელთა უბედურება თითქოს და უწყინარი სარკის ყიდვით იწყება. ფილმში და-ძმა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მამის მკვლელობის გამო ტიმი ტყუილად მკურნალობდა. მშობლებისა და შვილების უცნაური ქცევა განპირობებულია სარკეში მცხოვრები არსებით - ოკულუსი.
🎭2013 წლის ფილმი „გადარჩენილი“ მარკუს ლუტრელის დოკუმენტური წიგნის ბიოგრაფიულ-სამხედრო ჟანრის კინოეკრანიზაციაა, რომელიც ასახავს წარუმატებელ სამხედრო ოპერაციას „წითელი ფრთები.“ იგი რეალურად ჩატარდა რვა წლის წინ და რომლის მიზანიც იყო გაენადგურებინა თალიბების ლიდერი, ხოლო ოპერაციის დასრულების შემდეგ ცოცხალი მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.
🎭2009 წლის ფილმი „საკანი 211“ გადმოგვცემს პოლიციელის ამბავს, რომელიც ციხეს ესტუმრა რათა ზედამხედველად სამსახური დაეწყო, მაგრამ გაუგებრობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა თავი პატიმრად გაესაღებინა, რათა ცოცხალი დარჩენილიყო. მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და აღმოჩნდა თვითგადარჩენის ვიწრო ზღვარზე.